ოზურგეთში საბავშვო ბაღი დაიწვა - შენობაში 56-ე საუბნო კომისია მდებარეობს

  10:49:50     30-09-2021

ოზურგეთის დაბა ნასაკირალში გაჩენილი ხანძრის შედეგად საბავშვო ბაღის შენობა დაიწვა. ცეცხლი თავდაპირველად მესამე სართულის მანსარდაზე, ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის მეორე სართულიც, სადაც ნასაკირალის 56-ე საუბნო კომისია მდებარეობს.

კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მათ საარჩევნო სიების გადარჩენა შეძლეს და ის კომისიის ერთ-ერთი წევრის მიკროავტობუსში მოათავსეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა