29 გარდაცვლილი და 1743 ახალი შემთხვევა - 30 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა
10:39:52     30-09-2021
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 29 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 2266 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.