გიორგი გახარია - ეს არჩევნები გადაივლის, „ოცნებაც“ დაიშლება და მერე ვნახოთ

  22:30:28     29-09-2021

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახრიამ  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს.

როგორც გახარია განმარტავს, არჩვენების შემდეგ „ქართული ოცნება“ დაიშლება.

„ამ კითხვაზე პასუხი რამდენჯერმე მაქვს გაცემული. ჩვენთვის რადიკალიზმი და ძალადობა მიუღებელია. შესაბამისად, ლოგიკურად, „ნაცები“ არის “წითელი ხაზი”, არ გამოვა. ასევე, დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ ასეთი ფორმით ვეღარ შენარჩუნდება, ეს არჩევნები გადაივლის, „ოცნებაც“ დაიშლება და მერე ვნახოთ...“, - განაცხადა გახარიამ.