ღარიბაშვილი დღეს აზერბაიჯანში ილჰამ ალიევს შეხვდება

  11:25:19     29-09-2021

პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი დღეს, 29 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა. მას შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან აქვს დაგეგმილი. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი ალიევი საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციის წევრებთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.