
კოალიციური მთავრობა აუცილებელია - სალომე ზურაბიშვილი
12:08:24     28-09-2021
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ "კვირის ჟურნალთან" (JDD) ინტერვიუში კითხვას - "ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში" ასე უპასუხა .
"მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია".