" ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს" -  ნიკა მელიამ გლდანში ელენე ხოშტარია წარადგინა " ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს" - ნიკა მელიამ გლდანში ელენე ხოშტარია წარადგინა /> "/> " />


  20:50:10     27-09-2021

" ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს" - ნიკა მელიამ გლდანში ელენე ხოშტარია წარადგინა

1632761642jjjui.png

ოპოზიცია წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. თბილისში ოპოზიციის მერობის ერთიანმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ გლდანში მოსახლეობას, საერთო ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი, ელენე ხოშტარია წარუდგინა.

გლდანში შარშან თქვენ ყველა დაგიპირისპირდათ, ბიძინა ივანიშვილიც კი მოიყვანეს გლდანში არჩევნებამდე 2 დღით ადრე, არ დარჩა, ვითომ კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც საარჩევნო პროცესებში არ ჩაერთო, არ დარჩა შეიარაღებული ადამიანი, რომელმაც იარაღი არ გამოიტანა ოცნების სახელით და მშვიდობიან პატრიოტებს იარაღი არ დაუმიზნა, მაგრამ პასუხი იყო ის, რა შედეგიც დადგა გლდანში, იმიტომ რომ მართლები ვიყავით, თქვენ მოიგეთ. თქვენ შარშან მოუგეთ ბიძინა ივანიშვილს, კალაძესაც, კობიაშვილსაც, ღარიბაშვილსაც, კობახიძეს და ყველას და წელს ეს მათი მარცხი კიდევ უფრო მძიმე იქნება.

ჩვენ არ გვაქვს უკან დახევის უფლება, ყველა მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს და განსაკუთრებით ეს გამარჯვება ძვირფასი იქნება გლდანში, იმიტომ რომ გლდანი იქცა ბრძოლის სიმბოლოდ. განსაკუთრებით მაშინ ვარ დარწმუნებული, რომ გლდანის რაიონი იქნება გამარჯვებული, ვიცი რა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატად თქვენ გყავთ არაჩვეულებრივი ადამიანი, მებრძოლი ადამიანი, პატრიოტული სულისკვეთების განსახიერება, ელენე ხოშტარია,-თქვა ნიკა მელიამ.


ავტორი: პრესა.ჯი