თიანეთის მთებში მწყემსი მოკლეს

  11:12:34     24-09-2021

მკვლელობა მოხდა თიანეთის მთებში - მოკლულია 65 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც სავარაუდო დამნაშავესთან მწყემსად მუშაობდა. სასიკვდილო ჭრილობა მას ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ორივე მათგანი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდანაა. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი, ადგილობრივებისათვის უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის პოლიციამ უკვე დააკავა.