დატბორილია საბავშვო ბაღი, სარდაფები, ნაკვეთები, ამბულატორია - ერისიმედში მდინარე ადიდდა
12:54:10     23-09-2021
საქართველო აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელს სტიქია უტევს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში ადიდებულმა მდინარე ბელექან-ჩაიმ კალაპოტი გაარღვია და ოცამდე საცხოვრებელი სახლის სარდაფები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.
წყალი შევიდა სოფლის კულტურის სახლში, ამბულატორიასა და საბავშვო ბაღში.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დაზარალებულ მოსახლეობას წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში ეხმარებიან.
ამ დროისათვის მდინარის კალაპოტში წყლის დონემ იკლო.