შესაძლოა, საქართველოში მოთოვოს - 23-24 სექტემბრის პროგნოზი

  11:04:36     23-09-2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. 24 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლიც. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.