შეიძლებოდა ქვეყნისათვის უფრო სამართლიანი ხელშეკრულების ხელმოწერა - წულუკიანი ნამახვანჰესზე

  00:31:52     23-09-2021

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი "სამწუხარო შედეგს" უწოდებს კომპანია ენკას მიერ ნამახვანჰესის კონტრაქტის შეწყვეტას და აღნიშნავს იმასაც, რომ უკეთესი ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო "ეს არის სამწუხარო შედეგი, რომელიც ალბათ, უნდა იყოს გაკვეთილიც ჩვენი ხელისუფლებისთვის, ხალხისთვის და მომავალი განვითარებისთვის გამოყენებული, როგორც მაგალითი, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს. ვგულისხმობმას, რომ ის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო. ამის შესახებ ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობისას დაიდო დასკვნა. შეიძლებოდა ქვეყნისათვის უფრო სამართლიანი ხელშეკრულების ხელმოწერა, ამას ვამბობდით მაშინ", - თქვა წულუკიანმა.