აბაშის რაიონი დაიტბორა - მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვარდა
00:15:37     23-09-2021
წყალდიდობა აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოში, ხელისუფლების მხრიდან არასწორად დაპროექტებული ხიდი გახდა მიზეზი, რომ ძლიერი წვიმის დროს არხმა მოვარდნილი წყლის ნაკადი ვერ გაატარა და მოსახლეობის სახლებში შევიდა.
მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს დაშვებული შეცდომა, რადგან, მათი თქმით, ამის გამო ყოველი წვიმის დროს სახლებში წყალი შედის.