რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებული ცხინვალის სამხედრო ტექნიკა გადასცა

  23:09:24     22-09-2021

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, მშვიდობიანი და თავდაცვითი მიზნებისთვის სამხედრო ტექნიკა გადასცა. რესის ცნობით, ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ღონისძიებაზე გაიმართა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა, იბრაგიმ გასეევმა აღნიშნა, რომ ახალი ტექნიკის წყალობით შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზაობის გაზრდას შეძლებენ. მან, ასევე, თქვა, რიომ ეს მხოლოდ სამხედრო ტექნიკის მიწოდების პირველი ეტაპია და უახლოეს მომავალში ტექნიკის გადაცემას კიდევ ელოდებიან. სამხედრო ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის ე.წ ელჩი მარატ კულახმეტოვი და განათლების დღის აღსანიშნავად ჩამოსული სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.