მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას - ცერცვაძე
23:07:23     22-09-2021
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე : "კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის, რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, ჩვენი მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, არ ვიცი, ეს რა ნაწილია, ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზირებული ნაწილი თუ სხვა მოტივები აქვთ, თუ ეს არის ცალკეული ვაიექსპერტების ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს"