რუსთავში, ენმ-ის მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ

  12:21:04     21-09-2021

რუსთავში სასტიკად ნაცემია "ნაციონალური მოძრობის" მხარდამჭერი. ივანე გველესიანს თავ გვიან ღამით სადარბაზოსთან დაესხნენ. ცნობილია, რომ ის რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციაში გადავიდა და აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ამის გამო, პოლიტიკური ნიშნით ჯერ სამსახურიდან დაითხოვეს, გუშინ კი სასტიკად გაუსწორდნენ. ივანე გველესიანი სახის ძვლების ძლიერი დაზიანებით ამ დროისთვის რუსთავის კლინიკაში მკურნალობს.