
რუსეთის არჩევნებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებიც მონაწილეობენ
23:20:32     20-09-2021
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დუმის არჩევნებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებიც მონაწილეობენ და ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების 20-მდე უბანი სწორედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიხსნა.
"ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში - რუსულ პარტიებთან ერთად - ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე", - აცხადებენ უწყებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილეობა მათი იძულებითი პასპორტიზაციის შედეგია, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს ქმედება უკანონოა.