პერმის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - არის მსხვერპლი

  11:46:03     20-09-2021

რუსეთში, პერმის ოლქში, პერმის ნაციონალურ უნივერსიტეტს შეიარაღებული პირი შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პირველადი ინფორმაციით, სროლას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ერთ-ერთ დაშავებულს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს თავდამსხმელი, ასევე სტუდენტები, რომელიც შენობიდან ხტებიან. რუსული მედიის ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელმა უნივერისტეტში შეჭრამდე სოციალურ ქსელში წერილიც გამოაქვეყნა, რომელშიც ითხოვს, რომ მისი ქმედება ტერორისტულ აქტად არ შეაფასონ.