"ციანიდის საქმე" - სუს-ი გახმაურებული საქმეების ადვოკატებსაც უსმენდა

  15:50:18     17-09-2021

სუს-ის ოპერატიულ კრებსებში, რეზონანსულ საქმეზე მომუშავე ადვოკატებიც მოხვდნენ. საიდუმლო მასალებით ირკვევა, რომ უფლებადამცველები და მათი დაცვის ქვეშ მყოფები უსაფრთხოების სამსახურს განსაკუთრებულ კონტროლზე ყავს აყვანილი. ფაილების რამდენიმე ეპიზოდში საუბარია ციანიდის საქმის დეტალებზეც. უთვალთვალებენ და უსმენენ დეკანოზ მამალაძის ყველა ადვოკატს- ნიკა გვარამიას, მიხეილ რამიშვილს და დავით ჯანდიერს , რომელმაც საქმე ევროსასამართლოში წაიღო. ჯანდიერი აპირებს სარჩელი შეიტანოს. უფლებადამცველები ამბობენ რომ ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის პირის საუბარი კანონით კონფიდენციალური უნდა იყოს და თუ ეს დარღვეულია, ფაქტს სამართლებრივი რეაგირება უნდა მოყვეს.