"დეკანოზი მამალაძის მიერ ციანიდის შეძენის ფაქტი არ ფიქსირდება" "დეკანოზი მამალაძის მიერ ციანიდის შეძენის ფაქტი არ ფიქსირდება" /> "/> " />


  23:12:43     14-09-2021

"დეკანოზი მამალაძის მიერ ციანიდის შეძენის ფაქტი არ ფიქსირდება"

1631646901გიორგი-მამალაძე-750x499.jpg

ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მამხილებელი კიდევ ერთი სკანდალური მტკიცებულება სუს-ის კრებსებში - უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ მასალებში შავით თეთრზე წერია, რომ ციანიდის საქმე გაყალბებულია და დამნაშავის კვალი არა ციხეში, სადაც დეკანოზია გამოკეტილი, არამედ ისევ სამღვდელოებამდე მიდის. "დანაშაულის დაგეგმვისა და ციანიდის შეძენის ფაქტი დანაყოფის მიერ არ დაფიქსირებულა, თუმცა ოპერატიული მუშაობის შედეგად ცნობილი იყო გ. მამალაძის უარყოფითი დამოკიდებულება შ.თეთრუაშვილის მიმართ" სუს-ის 2019 წლის ე.წ ცნობაში ვკითხულობთ. ლილუაშვილის უწყება ამ მონიტორინგით თავადვე ადასტურებს რომ გამოძიებას მსჯავრდებული დეკანოზის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა. ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გიორგი მამალაძე ციხეში იმ დანაშაულისთვის გამოკეტეს, რომელსაც მას ვერ უმტკიცებდნენ. "მოპოვებული ინფორმაციით, მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული საპატრიარქოს თანამშრომლებთან ელპიტე (ია) ლათიბაშვილთან და ათანასია (თამარ) ჯიქიძესთან სხვადასხვა დროს შემდგარ საუბრებში აღნიშნავს, რომ არ მოსწონს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ციანიდის საქმის წარმოებაში არ მიღებასთან დაკავშირებით. იგი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გზა გაუხსნეს სტრასბურგის სასამართლოში, სადაც მას დიდი ალბათობით გაამართლებენ. ზ. იარაჯული აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში ყურადსაღები გ. მამალაძის გამართლება კი არა, არამედ ციანიდის საქმეში ჩართულ იმ პიროვნებათა გამოვლენა იქნება, ვისი გამოჩენაც არ სურდა საპატრიარქოს. მთავარეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ სიტუაცია საკმაოდ არეულია, არაპროგნოზირებადია სინოდის წევრთა სამომავლო ქმედებები და შესაძლოა, გარკვეული გარემოებები გადავიდეს საშიშ ფაზაში"

ავტორი: პრესა.ჯი