მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარებს ხვდება

  13:16:54     14-09-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში შეხვედრებს მართავს.

ის ევროპარლამენტარებს და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს ხვდება.

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სტრასბურგში გუშინ, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან შეხვედრით დაიწყო, რომლის დროსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობები და მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს.

საუბარი შეეხებოდა ასევე შარლ მიშელის დოკუმენტს და "ქართული ოცნების" მიერ ამ შეთანხმების დარღვევას.

დღის მეორე ნახევარში მიხეილ სააკაშვილი ევროპული სახალხო პარტიის, ასევე, მწვანეთა პარტიის წევრებსაც შეხვდება.