სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს - ხატია დეკანოიძე
11:21:50     14-09-2021
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ფარული მასალების გავრცელების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
„სუს-ის უფროსი ლილუაშვილი არის ყველაზე უფრო საზიზღარი უკანონობის ჩამდენი.
ივანიშვილის ძალაუფლება არ დგას ღარიბაშვილზე, ის ბოროტია მხოლოდ და ხმაურობს. არაფერს ეკითხება უფროსი.
ივანიშვილის ძალაუფლება დგას ზუსტად სუს-ზე და ამ ამორალურ, ნამდვილად ყველაფრის მკადრებელ ლილუაშვილზე.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ლილუაშვილს“,- წერს დეკანოიძე.