ოქროს მედალოსანი სპორტსმენები, შესაძლოა უნივერსიტეტებში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ

  12:30:48     13-09-2021

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, შესაძლოა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ.

შესაბამისი დადგენილების პროექტს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

სხდომის დღის წესრიგის თანახმად, ამ საკითხზე მომხსენებელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელია.