განვითარებული სამყარო მიისწრაფვის რუსეთის ბაზრის ასათვისებლად - ღარიბაშვილი

  23:37:19     12-09-2021

პრემიერმა ღარიბაშვილმა ნინოწმინდის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა .

"ქართულმა ოცნებამ" მოსვლის დღიდან გახსნა ბაზრები, გახსოვთ ალბათ, რომ რუსეთის ბაზარი იყო დაკეტილი, ჩვენი მშრომელი ხალხი, ფერმერები ვერ ყიდდნენ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე, ამ დროს ძალიან დიდი ბაზარი არის და მთელი ევროპა და განვითარებული სამყარო მიისწრაფვის ამ ბაზრის ასათვისებლად. ჩვენ ჩვენი გონივრული და პრაგმატული პოლიტიკით გავხსენით ეს ბაზარი"