ხელოვნება არქიტექტურაში

  11:13:04     20-08-2011

ჰუნდერტვასერჰაუზი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია ვენაში. შენობა შექმნილია ავსტრიელი ხელოვანის, ფრიდენშრაიხ ჰუნდერტვასერის პროექტის მიხედვით. ვენის ეს ლენდმარკი მდებარეობს მესამე ბეცირკეში, კეგელგასეს 34-38-ში.


შენობა აიგო 1983-86 წლებში, უნივერსიტეტის პროფესორ-არქიტექტორების, იოზეფ კრავინასა და პეტერ პელიკანის მიერ. შენობას ახასიათებს უსწორმასწორო იატაკები, სახურავზე მიწა და ბალახი, დიდი ზომის ხეები ოთახებში, რომელთა ტოტები ფანჯრებიდან გამოდის. ჰუნტერტვასერს შენობის პროექტისთვის გასამრჯელო არ აუღია, განაცხადა რა, რომ ამ შენობის ჩადგმით მან ეს ადგილი რაიმე სიმახინჯისგან გადაარჩინა.

შენობაში 52 ბინა, ოთხი ოფისი, 16 კერძო და 3 კომუნალური ტერასა, 250 ხე და ბუჩქია. ჰუნდერტვასერის სახლი ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირშესანიშნაობად იქცა და ამ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობად იქნა აღიარებული.