თადუმაძემ გადაწყვეტილება პარტია ქართულ ოცნებას წინასწარ შეუთანხმა - სკანდალი პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში: ვინ დაავალა მას კრიტიკული მედიის დასჯა?

  10:09:30     09-09-2021

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, შალვა თადუმაძეს, კრიტიკული მედიის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ, პოლიტიკურად მოვიტივირებული გადაწყვეტილების გამოტანამდე კომუნიკაცია ჰქონდა ქართული ოცნების პირველ პირებთან. 

 ამის შესახებ სკანდალური ინფორმაცია გუშინ, მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთერთმა ლიდერმა, გიორგი კაპანაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემაში “პირველი ხაზი” განაცხადა. 

 მისი თქმით, სავარაუდოდ, კომუნიკაცია შეეხებოდა იმას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა თადუმაძეს კრიტიკული მედიის დამფუძნებლის შესახებ.“როგორც ჩანს, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან” - ამბობს გიორგი კაპანაძე. 

 მან, ეთერში ისაუბრა იმაზეც თუ რა ქონება დააგროვა თადუმაძემ 2012 წლის შემდეგ.

 “90 ათას დოლარად კომერციული ფართი, 55 ათას დოლარად ბინა, 50 ათას დოლარად ოფისი, 8 ათას დოლარად ბინა, 100 ათას დოლარად ბინა, 32 ათას დოლარად აგარაკი, 45 ათას ლარად მანქანა” - ეს არის იმ ქონების არასრული ჩამონათვალი, რომელიც თადუმაძის ოჯახმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიძინა. 

 შეგახსენებთ რომ წლების წინ, კრიტიკული მედიის დამფუძნებელს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება იმ პროკურატურამ წაუყენა, რომლის უფროსიც თადუმაძე იყო. შემდეგ კი, თადუმაძე, ქართული ოცნების პარტიული დავალებების შესრულების მიზნით უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს და მანვე გაასამართლა ის, ვისაც პროკურორობისას ბრალი თავადვე წარუდგინა, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული იგნორირებაა. 

 “სხვათაშორის, პროკურორობის დროს, იყო რამდენიმე ფაქტი, როდესაც თადუმაძემ წარუდგენდა პირს ბრალი , ხოლო შემდეგ, მისი მეუღლე ამავე ბრალდებულის ადვოკატი გახდა” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

 შეგახსენებთ რომ მას შემდეგ, რაც პრემიერი ღარიბაშვილი და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ღიად დაემუქრა კრიტიკული მედიის დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს ანგარიშსწორებით, უზენაესმა სასამართლომ საქმე თაროდან გადმოიღო და მას 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

 მანამდე კი, ამ საქმის ერთ-ერთ მოსამართლეს, შალვა თადუმაძეს, კომუნიკაცია ჰქონდა ქართული ოცნების პარტიულ ბოსებთან.