"სად არის შანაე ბრუკის მკვლელი" - ბრიტანული გამოცემა Daily mail

  12:00:36     08-09-2021

"სად არის შანაე ბრუკის მკვლელი" - ამ სახელწოდებით ბრიტანული გამოცემა Daily mail-ის ავსტრალიური ვერსია, Daily Mail Australia სტატიას ავრცელებს, რომელიც საქართველოში ავსტრალიელი ქალის, შანე ბრუკის მკვლელობის საქმეს შეეხება.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბრუკის მკვლელობის საქმე "საიდუმლოებებით არის მოცული", ამასთან ავტორი წერს, რომ პოლიცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციას ავრცელებს.

სტატიაში საუბარი შეეხო საქართველოში მცხოვრებ სხვა ქალებსაც, რომლებიც ქალებზე თავდასხმებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ისტორიებს ყვებიან. ასევე თანდართულია ქართველი ქალების მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოები. ავტორი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიცია მათ საჩივრებს უგულებელყოფს.

სტატიაში საუბარი იყო იმ ადამიანებზეც, რომლებიც საქართველოს მთავრობასა და შინაგან საქმეთა 
სამინისტროს აკრიტიკებენ.

ავტორმა ასევე ახსენა ქვეყანაში მომხდარი სხვადასხვა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 5 ივლისს მომხდარი ძალადობა. სტატიის ავტორი წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა და პოლიცია კრიტიკის ქვეშ მოექცა, რადგან მათ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლეს.

31 წლის ავსტრალიელი ქალის მკვლელობიდან  ერთ თვეზე მეთი გავიდა თუმცა საქმეზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. შანაი ბრუკი მთაწმინდის ფერდობზე ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს და სასტიკად მოკლეს.