მოხრაკული ხორცი წიწაკით
10:48:20     20-08-2011
ხორცი დავჭრათ ძალიან თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მწვანილი. გახსნილი სახამებელი შევურიოთ ხორცს და 1 საათით დავდგათ რომ მომზადდეს მარინადი. წიწაკა დავჭრათ 4 სმ სიგანის ნაჭრებად, თესლი მოვაშოროთ.
სოუსის პროდუქტები შევურიოთ ერთმანეთს. ზეთი კარგად გავაცხელოთ, ზედ დავაწყოთ ხორცი და შევბრაწოთ ძალიან სწრაფად, 30 წამის განმავლობაში (როგორც კი ფერს შეიცვლის ცეცხლიდან უნდა გადმოვიღოთ). დარჩენილი ზეთი გავაცხელოთ, დავამატოთ დაჭრილი წიწაკის ღერები და ასევე 30 წამის განმავლობაში ვწვათ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ.
დავამატოთ ხორცი, შემდეგ სოუსი და ვწვათ და ყველაფერი ერთად რამდენიმე წუთის განმავლობაში ვწვათ. ხორცი ძალიან ნაზი უნდა იყოს, წიწაკა კი ხრაშუნა უნდა დარჩეს. წიწაკის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ პრასი ან სხვა ბოსტნეული.