აბა როგორ გინდათ, დღეში 6 ათასი პაციენტი იყოს და კიდევ არ გადავიტვირთოთ? - თენგიზ ცერცვაძე

  23:59:11     06-09-2021

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თემგიზ ცერცვაძე , კოვიდვითარების მართვასთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა.

„მსოფლიოში 4.5 მლნ-ზე მეტი გარდაიცვალა. ბერად მეტი ჰყავთ საშუალოდ გარდაცვლილი მთელ მსოფლიოში ქვეყნებს, ვიდრე საქართველოში. ყველა ინფიცირებულის 2.07%-ია მსოფლიოში გარდაცვლილი, მაშინ, როდესაც ჩვენთან ასეთია 1.38%. თითოეული ადამიანის დაკარგვა ჩვენთვის ტრაგედიაა, მაგრამ უფრო მეტი ტრაგედია ხდება უმეტეს ქვეყნებში და ნიშნის მოგებით, ჩასაფრებული პოზიციით საუბარი არ შეიძლება. ყოველი 100 კოვიდინფიცირებულიდან, მინიმუმ 10-15 არის მძიმე, ვისი გადარჩენისთვისაც ხდება ბრძოლა და მხოლოდ 1 ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდება, ასე რომ ყოვლად მიუღებელია ის პოზიცია, რომელსაც ზოგიერთი ანგაჟირებული, ჩასაფრებული და ქართველთმოძულე ადამიანი ჩადის. ცდილობენ, ეს არაკეთილისმსურველები და ჩასაფრებულები ნიშნის მოგებით ისაუბრონ იმაზე, რომ კლინიკური სექტორი გადაიტვირთა, ის ჩამოიშლება, კოლაფსი მოხდება. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. არიან ადამიანები, ვისაც გული დასწყდა, იმედი გაუცრუვდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო უმკაცრეს გამოცდას. ზოგი ჭირი მარგებელია - ამ დიდმა განსაცდელმა უჩვენა პოზიტივიც. ის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ ყოფილა ხელწამოსაკრავი.