მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი
18:55:27     06-09-2021
პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო ვიდეომიმართვაში საუბრობს. ის საზღვარგარეთ მყოფ, საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს, აიღონ შვებულებები და საქართველოში დაბრუნდნენ:
"ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორც შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით - წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში. თქვენ იცით, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაცარ ცნობს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა. დავდვარ ყელგან მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან... ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული, მაგრამ მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.