სუპი ბრინჯით და არაჟნით

  10:46:26     20-08-2011

2 სუფრის კოვზი ბრინჯი

3 სუფრის კოვზი არაჟანი

2 ჭიქა იოგურტი

1 სუფრის კოვზი კარაქი

1 კვერცხის გული

1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი პიტნა

მარილი, პილპილი

 

ბრინჯი მოვხარშოთ ბულიონში, დავამატოთ მარილი და პილპილი. არაჟანი, კვერცხის გული და იოგურტი ავთქვიფოთ, ფრთხილად ჩავასხათ ცხელ ბულიონში და შევურიოთ ბრინჯს. ყველაფერი კარგად ავურიოთ. ადუღებამდე ცოტა ხნით ადრე (კერძი არ უნდა წამოდუღდეს) ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან. სუფრაზე მიტანის წინ დავამატოთ დაჭრილი პიტნა და კარაქი.