ხაზარაძე პროკურორს დაუპირისპირდა
18:45:38     06-09-2021
ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის პროცესზე, სადაც ერთმანეთს ბრალდებულები და პროკურორი დაუპირისპირდნენ. ვითარება სხდომაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც პროკურორმა საქმეს აცდენილი შეკითხვების დასმა დაიწყო და აუდიტის სამსახურის წარმომადგენელს კითხა, რა ვალუტაში შესრულდა სადავო ტრანზაქცია.
სახელმწიფო ბრალდება პროცესის მიმდინარეობისას არ დაინტერესებულა, იკვეთებოდა თუ არა დანაშაულის ნიშნები, ფინანსურ ოპერაციაში, რომლის შესწავლაც მას საგამოძიებო უწყებამ დაავალა. ვითარება საბოლოოდ იმდენად დაიძაბა, რომ მამუკა ხაზარაძემ პროკურორს საქმის მასალების შესწავლა ურჩია.