პატიმარმა შუშის ნამსხვრევები გადაყლაპა - პროტესტი გლდანის ციხეში

  13:58:20     04-09-2021

სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების ადმინისტრაციას პატიმარი ცუდ მოპყრობაში ადანაშაულებს. გიორგი ქავთარაძე თვეზე მეტია შიმშილობს და სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.

 როგორც მან აღნიშნა, პროტესტის ნიშნად ელემენტები, მაგნიტი და შუშის ნამსხვრევებიც გადაყლაპა. 

"გადაყლაპული მაქ ორი ცალი ელემენტი, 4 ცალი რკინა, 4 ცალი მაგნიტი და შუშის ნატეხები. ვითხოვ ოპერაციას, მომაქციონ ყურადღება. ვითხოვ, რომ დაკვირვების ქვეშ დამტოვოს კლინიკაში. ვითხოვ რომ გადამიყვანონ "ვივამედში", - თქვა მსჯავრდებულმა