ქათმის მწვადი

  10:45:34     20-08-2011

მასალა:

200 გრამი ქათმის ხორცი (ან ახალგაზრდა ღორის)

ნახევარი თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

2 სუფრის კოვზი გახეხილი მიწის თხილი

1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

ხორცი დავჭრათ მცირე ზომის კუბიკებად და შევაზილოთ წვრილად დაჭრილი ხახვის, გახეხილი ნიორის, მოხალული მიწის თხილისა და მცენარეული ზეთისაგან მომზადებული მასა. გავაჩეროთ ნახევარი საათი. შემდეგ მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ხორცის ნაჭრები ჩამოვაცვათ შამფურზე, განუწყვეტლივ ვატრიალოთ და ასე შევბრაწოთ ყველა მხრიდან. სუფრაზე მოხარშულ ბრინჯთან ერთად მივიტანოთ. ცალკე შეგვიძლია მივიტანოთ თევზის ან ტომატის სოუსი.