ახალგაზრდას სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა
21:34:05     30-08-2021
შეკვეთილში ახალგაზრდას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ლადო გოგუას, ზღვაში სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.