ქაბულის აეროპორტთან თავდასხმას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

  00:22:17     27-08-2021

ქაბულის აეროპორტთან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC და სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებენ.

მათივე ცნობით, შესაბამისი განცხადება „ტელეგრამზე“ გავრცელდა. დაჯგუფების თქმით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ე.წ. შაჰიდის ქამარი აამოქმედა. მანამდე ასევე გაიჟღერა ამერიკის თავდაცვითი უწყების ოფიციალური პირების ვერსიებმა, რომ თავდასხმა „ისლამური დაჯგუფების“ რეგიონულმა "ბოევიკებმა" მოაწყეს.