გაუქმდეს სრულად ვაქცინირებულებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით - ენმ ხელისუფლებას მიმართავს
13:00:54     26-08-2021
"მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მკვლელ ხელისუფლებას" - აცხადებენ ენმ-ში და სრულად ვაქცინირებულების წახალისებისთვის, ვაქცინაციის პოპულარობის მიზნით, ხელისუფლებისგან ითხოვენ:
- სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადებას იმისთვის, რომ ექიმებს დაეხმარონ;
- ვაქცინაციის პოპულარობისა და წახალისებისთვის - გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით;
- სრულად ვაქცინირებულებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი;
- სოციალურად დაუცველ ვაქცინირებულებს დამატებით 1 თვის სოციალური დახმარება ჩაერიცხოთ;
- სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს, დამატებით მიეცეთ ნახევარი თვის პენსია
- სრულად ვაქცინირებული და თვითდასაქმებულებს გაუნახევრდეთ წლიური საშემოსავლო გადასახადი.
- გარდა ამისა, დაიწყოს მსჯელობა ბუსტერ დოზებზე.
ხატია დეკანოიძე ეპიდემიოლოგებსაც მიმართავს და მოუწოდებს, წარმოადგინონ პროგნოზი, საით მიდის ქვეყანა და რა გველოდება უახლოეს პერიოდში.