რუსთავში კორონავირუსით 24 წლის კაცი გარდაიცვალა
11:18:39     26-08-2021
კორონავირუსით 24 წლის რუსთაველი ახალგაზრდა, ირაკლი მელიქიძე გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
"7 წელია პირველი ჯგუფის ინვალიდია და შეხვდა კოვიდი. 3 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა, შემდეგ გადავიყვანეთ სამედიცინო დაწესებულებაში, 2 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო. კლინიკაში გადაყვანამდე, ექიმი-რეანიმოლოგი ბინაზე მართავდა მის მდგომარეობას, ანალიზებს უკეთებდა, დავუდგით ჟანგბადის აპარატი. გადაუდებელი სიტუაცია რომ შეიქმნა სასწრაფოდ გადავიყვანეთ კლინიკაში, 2 დღე იბრძოდა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ციალა მელიქიძემ.