სისხლის ბანკის შენობაში, კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო
12:33:59     24-08-2021
საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სისხლის ბანკის შენობაში,კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.
ჰოსპიტალი 200 საწოლზეა გათვლილი და მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს მიიღებს. მუშაობის პირველივე დღეს ჰოსპიტალში 50-მდე პაციენტი მიიღეს და მათი უმრავლესობა ჟანგბადდამოკიდებულია.
"ეტაპობრივად ხდება საწოლების მობილიზება, პალატების უზრუნველყოფა და პაციენტების დამატებით მიღება. გუშინ მოხდა 1 პაციენტის რეფერალი, სხვა კლინიკაში გადაყვანა მდგომარეობის გაუარესების გამო",- ამბობენ საბურთალოს საველე ჰოსპიტალში.