თალიბანის სპიკერმა BBC-ის პირდაპირ ეთერში დარეკა

  00:31:43     17-08-2021

თალიბანის სპიკერმა სულჰაილ შაჰინმა BBC-ის პირდაპირ ეთერში დარეკა და ინტერვიუ მისცა ინტერვიუს დროს შაჰინმა თქვა, რომ თალიბანი ძალაუფლების "მშვიდობიანად გადაბარებას" ელოდება, ამის შემდეგ კი დაარსდება "ავღანეთის ისლამური საამიროს ინკლუზიური მთავრობა", რაშიც მონაწილეობას ყველა ავღანელი მიიღებს. 

ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა შაჰინს თალიბანის სამომავლო გეგმებზე ჰკითხა. მათ შორის, საუბარი შეეხო შარიათის კანონების შემოღებას, ფიზიკურ სასჯელს, ქალების უფლებებსა და გოგოებისთვის სკოლაში გაშვების აკრძალვას.

მისი  მტკიცებით, ქალებს თავისუფლად გადაადგილების უფლება არ შეეზღუდებათ. დაჯგუფების წევრი ირწმუნება, რომ ქალებს სწავლისა და მუშაობის უფლებაც ექნებათ.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაცია რომ თალიბანმა კარდაკარ დაიწყო იმ ადამიანების მოძებნა, ვინც დასავლური ძალებისთვის მუშაობენ, თალიბანის წარმომადგენელმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და თქვა, რომ  "ჭორებს" მათი ოპონენტები ავრცელებენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიეცემათ თუ არა ქვეყნის დატოვების საშუალება ამის მსურველებს, თალიბანის წარმომადგენელი ამბობს, რომ თალიბანის სურვილია, ქვეყანა არვინ დატოვოს.