14 აგვისტო 4 სექტემბრის პერიოდში რეგულაციებს საპატრიარქოც აწესებს
19:38:24     13-08-2021
ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მსგავსად, საქართველოს საპატრიარქო სამი კვირის განმავლობაში ეკლესიებს კურთხევას აძლევს, ზიარების შემდგომი სიტკბოების მისაღებად, ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ:
"ა.წ. 14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნას დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებული იქნას ერთჯერადი ჭიქები." ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ბრძანებაში