მოვუწოდებ ყველა ორსულს ან იმ ქალს, ვისაც სურს დაფეხმძიმდეს, აუცილებლად აიცრას - გამყრელიძე
18:56:33     12-08-2021
"მოვუწოდებ ყველა ქალს, ყველა ორსულ ქალს ან იმ ქალს , ვისაც სურს დაფეხმძიმდეს, რომ აუცილებლად აიცრას. უკვე გვაქვს ორსული ქალის კოვიდით გარდაცვალების 4 შემთხვევა. გთხოვთ ყველას, ასევე, ჩემს კოლეგებს, მეან-გინეკოლოგებს, რომელთა სიტყვას აქვს დიდი მნიშვნელობა, როდესაც მიდიან კონსულტაციაზე მათ ურჩიონ, რომ აიცრან. წლის განმავლობაში, დაახლოებით, 60 ათასამდე ქალბატონი ფეხმძიმდება. 120-130 ათასი ფაიზერის ვაქცინა დევს საწყობში, პირველი დოზებისთვის, რომელიც ჯერ დაჯავშნილი არაა"