ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კორონავირუსს 3 ახალშობილი ებრძვის
10:46:42     12-08-2021
ბათუმში კორონავირუსს რეანიმაციულ განყოფილებაში 3 ახალშობილი ებრძვის. დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მოთავსებული ჩვილები 1 თვისაც არ არიან - მათი ასაკი 0-დან 28 დღემდეა.
განსაკუთრებით მძიმეა კიდევ ერთი, 7 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასუნთქ აპარატზეა მიერთებული. სამედიცინო დაწესებულებაში ფოთიდან, 2 თვის ბავშვიც გადაყავთ.
"ჩვენთან ამ ეტაპზე 4 პაციენტი არის რეანიმაციაში მოთავსებული, 3 მათ შორის ახალშობილთა რეანიმაციაშია. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 7 წლის ბავშვია, რომელსაც აქვს თანდაყოლილი ნევროლოგიური დაავადებებ, მიკროცეფალია, აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია, თუმცა ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, ბავშვი რჩება ჟანგბადდამოკიდებული. რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ფოთიდან ველოდებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ინფორმაციით, 2-3 თვის ჩვილია, ჯერ მისი მდგომარეობა არ ვიცით როგორია", - ამბობს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორი, თამარ ბახტაძე