მარნეულში ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელი დააკავეს - დაჭრილია სიდედრი და ცოლის ძმა

  11:35:44     21-07-2021

საზარელი მკვლელობა მარნეულის სოფელ ზემო სარალში - კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი ადგილზე მოკლა, სიდედრი და ცოლის ძმა მძიმედ არიან დაჭრილები.

შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ყოფილი სიძე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ წყვილი დიდი ხნის წინ დაშორდა, რა გახდა მკვლელობის მიზეზი მათთვის უცნობია.

სავარაუდო მკვლელის ოჯახს პოლიცია იცავს, ის სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, 1992 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

მას ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.