5 ივლისს "რუსთავი 2"-ის ოპერატორზე თავდასხმის გამო კიდევ 1 მოძალადე დააკავეს 5 ივლისს "რუსთავი 2"-ის ოპერატორზე თავდასხმის გამო კიდევ 1 მოძალადე დააკავეს /> "/> " />


  11:24:00     21-07-2021

5 ივლისს "რუსთავი 2"-ის ოპერატორზე თავდასხმის გამო კიდევ 1 მოძალადე დააკავეს

1626852510teo.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 1955 წელს დაბადებული უ.დ. დააკავეს.

ის თავს "რუსთავი 2"-ის ოპერატორს დაესხა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უ.დ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, "ცისფერი გალერეის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს",- ნათქვამია შსს-ს განცახდებაში.


ავტორი: პრესა.ჯი