მრავალფეროვნებისადმი პატივისცემა უმთავრესი საკითხია - მიშელი

  16:25:41     19-07-2021

ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საკუთარ გამოსვლაში უმცირესობათა უფლებებისა და პრესის თავისუფლების დაცვის საკითხზეც ისაუბრა. 

მიშელის თქმით, მისი ყველა შეხვედრა საქართველოში დაიწყო ადამიანის უფლებებზე საუბრით და იმის ახსნით, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში.

"მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები პრესის თავისუფლებისა და ასევე, გამოხატვის თავისუფლებისა, უნდა იყოს დაცული, - თქვა შარლ მიშელმა.