პროგრამა „ბალანსი“ საბითუმო და საცალო მაღაზიებისთვის პროგრამა „ბალანსი“ საბითუმო და საცალო მაღაზიებისთვის />


  16:15:41     19-07-2021

პროგრამა „ბალანსი“ საბითუმო და საცალო მაღაზიებისთვის

1626697441პრესა.ჯი-01.jpg

საბუღალტრო პროგრამა „ბალანსის“ სავაჭრო ფუნქციონალს უკვე მომხმარებლის ეკრანიც დაემატა. ამგვარად, „ბალანსში“  უკვე სრულად დაფარულია მაღაზიებისათვის აუცილებელი ყველანაირი ფუნქციონალი: მოლარის ე.წ. „თაჩიანი“, იგივე სენსორული POS-ი, მომხმარებლის ეკრანი, გაყიდვების საოპერაციო მოდული: „ფრონტში“ მოლარე-ოპერატორის მიერ დაფიქსირებული ოპერაციები აისახება ბალანსის გაყიდვების მოდულში, საწყობსა და ბურალტერიაში. ბუღალტერიაში გაყიდვები ავტომატურად აისახება დებეტ-კრედიტის ფორმით.

ბალანსი 1C პლატფორმაზეა შექმნილი. შესაბამისობაშია ქართულ საგადასახადო კანონმდებლობას და აქვს სამენოვანი ინტერფეისი - ქართული, ინგლისური და რუსული.  სხვა საბუღალტრო პროგრამებისგან განსხვავებით ბალანსი არის მინი ERP-ის ტიპის სისტემა, რომელიც აერთიანებს ფინანსურ აღრიცხვიანობასა და ყოველდღიურ საოპერაციო ბიზნეს პროცესებს.

 „პროგრამა „ბალანსით“ უკვე 1000-ზე მეტ კომპანია აღრიცხვას პროცესებს. 5 წელია რაც ბაზარზე ვართ და გვყავს ყველა სფეროს წარმომადგენელი მომხმარებელი - საცალო და საბითუმო ვაჭრობა, წარმოება, სერვისი.  ბალანსით უწყვეტად აღირიცხება გაყიდვების ჯაჭვი: მოლარის მიერ პროდუქტის გაყიდვით დაწყებული, რეპორტებით დასრულებული. ჯაჭვში ჩართულია საწყობი და კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება ჩაერთოს წარმოებაც“- აღნიშნავს მარიამ მამულია, ბალანსის განვითარების გუნდის მენეჯერი.

თუ მაღაზიის პროგრამა დაგჭირდა

ბალანსის ინტეგრაცია შესაძლებელია მაღაზიაში არსებულ ყველა მოწყობილობასთან - საწორთან, სალარო აპარატთან, შტრიხკოდ სკანერთან, ტერმინალთან და ასე შემდეგ.  შესაძლებელია ჩეკის გადადება, ფორმდება და აღირიცხება დაგროვებითი ბარათები და სასაჩუქრე ბარათები. შესაძლებელია გაყიდვებისას კონკრეტული მოლარის მიერ გატარებული გაყიდვების იდენტიფიცირება, იმ შემთხვევაში თუ ერთსა და იმავე სალაროსთან რამდენიმე მოლარე მუშაობს. პროგრამას აქვს როგორც ე.წ. „თაჩიანი“ pos-ი და მომხმარებლის ეკრანი, ასევე გაყიდვების დამხმარე, რომელშიც საწყობის ნაშთების დანახვა და სხვა დამატებითი მონაცემების გამოტანა არის შესაძლებელი.

გაყიდვების პროცესის აღრიცხვის სრული ჯაჭვი კი ასეთია: გაყიდვა, რომელსაც მოლარე დააფიქსირებს, მაშინვე აისახება პროგრამის საოპერაციო ნაწილში - საწყობისა და გაყიდვების მოდულებში. მაღაზიის მფლობელებსა და მენეჯერებს შეულიათ დღის ნებისმიერ მომენტში გახსნან გაყიდვების ან საწყობის რეპორტები, დააფორმირონ სასურველ დროზე - მაგალითად, იმ დღის ან იმ კვირის პერიოდზე და რამდენიმე წამში მიიღონ მიმდინარე ინფორმაცია მარაგების რაოდენობებზე, ვადებზე გაყიდულ პროდუქციაზე, შემოსავლებზე და ა.შ.

მაშინ როცა მოლარის მიერ გატარებული რეალიზაციები აისახება საწყობში და გაყიდვებში, ეს ინფორმაცია ჩანს ბუღალტერთანაც - ბალანსის ავტომატურად აკეთებს დებეტ-კრედიტის გატარებებს. ბუღალტრები გაყიდვებიდან აღარ ელოდებიან ამ ინფორმაციის მოწოდებას და არც ამ რუტინული საქმის გაკეთება უწევთ ხელით. ყველაფერთან ერთად, ბალანსი სინქრონიზებულია RS.ge-სთან: ბუღალტერი რამდენიმე კლიკით ქმნის და ტვირთავს პორტალზე გაყიდვების შესაბამისად შექმნილ ზედნადებებსა და ანგარიშ-ფაქტურებს.  

 

თუ საწყობის პროგრამა დაგჭირდა

უკვე ვთქვით, რომ ბალანსს აქვს ერთიანი სისტემა - ანუ ცალკეული მოდულები არ წარმოადგენს დამოუკიდებელ აპლიკაციებს ან პროგრამებს, ყველა მოდული ერთ სისტემაშია გაერთიანებული, შესაბამისად, მათ შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება ავტომატურად და მომენტალურად. საწყობის მოდული არის ბალანსის ერთიანი სისტემის ნაწილი, რომელიც უკავშირდება შესყიდვებისა და გაყიდვების მოდულებს. მაღაზიიდან გაყიდული პროდუქცია ავტომატურად ჩამოიწერება საწყობის მარაგიდან, და პირიქით, შესიდვების მოდულში დაფიქსირებული მარაგები ემატება საწყობის მარაგებს.

ამასთან საწყობს აქვს რიგი ფუნქციები, რომელიც საჭიროა მარაგების კონტროლისა და ოპტიმალური შესყიდვების განხორციელებისთვის: თითოეული პროდუქტისთვის შესაძლებელია მარაგების მინიმალური რაოდენობის დადგენა და პროგრამულად გაწერა.  გაყიდვების პროცესში, როდესაც ამ კონკრეტული პროდუქტის რაოდენობა დადგენილ ზღვარს ჩამოცდება, საწყობის რეპორტებში პროგრამა ამ პროდუქტს „გააწითლებს“ ანუ შესყიდვების მენეჯერი მაშინვე დაინახავს რომ მარაგი შესაკვეთია. ასევე, გაყიდვებში მნიშვნელოვანი ფუნქციონალია უარყოფითი ნაშთების კონტროლი - საბითუმო ვაჭრობაში ხშირად შოურუმებიდანვე იყიდება დიდი რაოდენობით პროდუქცია. თუმცა შეიძლება დადგეს ისეთი სიტუაცია, როდესაც რეალურად საწყობში მარაგი ამოწურულია ან არასაკმარისი რაოდენობაა. იმ დროს, თუ ბალანსში გააქტიურებულია უარყოფითი ნაშთების კონტროლი, პროგრამა მოლარეს არ მისცემს საშუალებას, რომ გაატაროს რეალიზაცია და გაყიდოს ის რაც რეალურად საწყობში აღარ არის.

 

ეგზოტიკური და ჯანსაღი ხილისა და ბოსტნეულის მაღაზია „Fresh Culinair” უკვე ერთი წელია ბალანსის მოხმარებელია.

ბალანსში მუშაობისას მიღებულ გამოცდილებაზე, მაღაზიის მენეჯერი - ვახო ლაბაძე საუბრობს: ჩემთვის აღმოჩენაა ბალანსი. ძალიან პრაქტიკულია, მიმარტივდება მასთან მუშაობა. მაღაზიაში გვაქვს მალფუჭებადი პროდუქცია, ამიტომ ყოველდღიურად მჭირდება ნაშთების კონტროლი. ბალანსით რეგულარულად ვამოწმებ პროდუქციას რეპორტებით,  ლაივ რეჟიმში ვაკონტროლებ მოგება-ზარალს, დღიურ ნავაჭრს და ა.შ. ვიყენებთ უარყოფითი ნაშთების კონტროლს - ასე არც მოხმარებელს ვაფერხებთ სალაროსთან ადა რაც ბიზნესს ვაზარალებთ, როცა არ ვყიდით იმას რაც თურმე აღარ გვქონია“ - აღნიშნავს ვახო ლაბაძე.  

თუ გჭირდება საბუღალტრო პროგრამა ქლაუდზე

ბალანსი პირველი ქართული საბუღალტრო პროგრამაა, რომელსაც აქვს როგორც ლოკალური ე.წ. On premis ლიცენზიები, ისე ქლაუდ ვერსია. პროგრამის ფუნქციონალი ორივე შემთხვევაში იდენტურია, განსხვავება მხოლოდ მიწოდების ფორმაშია, რასაც მომხმარებელი საკუთარი ინტერესების მიხევდით ირჩევს - ლოკალური ვერსიის შემთხვევაში მომხმარებელი ერთჯერადად ყიდულობს პროგრამის ლიცენზიებს. ქლაუდის შემთხვევაში მომხმარებელი იხდის ყოველთვიური სერვისის ღირებულებას - 79 ლარს და იღებს პროგრამით სარგებლობის ერთთვიან უფლებას. ასეთ დროს წინასწარი ლიცენზიების ხარჯების გაწევა აღარ არის საჭირო და პროგრამით სარგებლობის შეწყვეტაც ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

პროგრამის უფასო 1C  დემო ვერსიას ნახავთ ბალანსის ოფიციალურ ვებ გვერდზე - www.balance.ge. მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბალანსის გუნდს: +995 596 105 890.


ავტორი: R