მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოშია

  16:22:32     19-07-2021

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

"მოუთმენლად ველი დღევანდელ დღეს ბათუმში, სადაც შევხვდები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს. 2021 წლის ბათუმის კონფერენციის ფარგლებში. განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს, ერთად უფრო ძლიერები ვართ,- დაწერა მაია სანდუმ.