რატომ გაიქცა სხდომიდან შინაგან საქმეთა მინისტრი ?

  00:02:37     19-07-2021

დღეს, წესით, პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრს დეპუტატების კითხვებზე უნდა ეპასუხა. მაგრამ... ვახტანგ გომელაურს კი უხეში თანამდებობა აქვს ჩაბარებული - ძალიან რთული ქვეყნის ძალიან რთული შინაგანი საქმეები - მაგრამ თავად მისი შინაგანი სამყარო იმდენად სენსიტიური და ფაქიზი აღმოჩნდა, რომ მან ვერ გაუძლო დასისხლიანებული ლექსოს და წითლად გადახაზული ღარიბაშვილის ფოტოების დანახვას. 

ხოლო როდესაც ჟურნალისტებმა აივნიდან ეს წარწერა გადმოფინეს, სხდომა დაიხურა და ღრმად შეურაცხყოფილი მინისტრი ისევე გააპარეს პარლამენტიდან, როგორც მანამდე შეაპარეს.