ბათუმში კაცმა დანით თვითდაზიანებები მიიყენა - არსებული ინფორმაციით, მოქალაქეს გამოსახლეობას უპირებდნენ

  14:53:28     15-07-2021

ბათუმში კაცმა დანით თვითდაზიანებები მიიყენა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია TV 25 ავრცელებს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კაცი ჯერ თავზე გაურკვეველ ნივთირებას ისხამს, შემდეგ კი მუცელში დანას ირტყამს.

ვიდეოს მიხედვით, კაცი ადგილობრივებმა შეაჩერეს

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეს გამოსახლეობას უპირებდნენ. ფაქტი მაშინ მოხდა, რა დროსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ.

შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის 223 ნომერში მოხდა. დამატებითი ინფორმაცია ჯერ უცნობია