ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - შსს

  21:33:46     12-07-2021

გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება - შსს-ში ლექსო ლაშქარავას ცხედრის ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაასაჯაროვეს.

მამუკა ჭელიძემ იმ ნარკოტიკული ნივთიერებები ჩამოთვალა, რომელი მისივე თქმით, ორგანიზმში აღმოჩნდა:

"ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები მორფინი, კოდეინი, დეტრაჰიდროკარაბინოლი, გაბაპენტინი, და მონო აცეტილ მორფინი - თქვა მამუკა ჭელიძემ.