სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემთხვევა ბათუმში - დედა ბავშვს ადანაშაულებს

  00:09:57     09-07-2021

დედა ნაწილობრივად ადანაშაულებს ბავშვს, ამიტომ ბავშვი არის გადაყვანილი სახელმწიფო ზრუნვაში- ამბობს იმ საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელი, რომლის ბენეფიციარიც, სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა.

10 წლის გოგოზე სავარაუდოდ ოჯახის ახლობელმა მამაკაცმა სექსუალური ხასიათის გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

"დაიწყო საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხული იქნა სავარაუდო მსხვერპლი და ოჯახის წევრები, რომლებიც შეიძლება, შესწრებული იყვნენ ფაქტს. ბავშვი არის 10 წლის, სავარაუდო, სექსუალური სახის გარყვნილი ქმედება ოჯახის ახლობელი, 45 წლამდე მამაკაცის მხრიდან. დედა ფაქტს უარყოფს, ნაწილობრივად ადანაშაულებს ბავშვს, ამიტომ ბავშვი არის გადაყვანილი სახელმწიფო ზრუნვაში დაუყონებლივ გადაყვანილი",- ამბობენ ფონდში.